18 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
დიქტატურას ახასიათებს სისხლი და გისოსები - ბაჩუკი ქარდავა ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარებაზე

ნიკა გვარამიას დაბარება არაფერი არ არის სხვა, თუ არა თავისუფალი მედიის რამე წყარო არ გაჩნდეს კიდევ, სადაც პროდასავლური, ოპოზიციური აზრი და კრიტიკული აზრი იქნება გაჟღერებული - ასე გამოეხმაურა "რუსთავის 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორის პროკურატურაში დაბარების ფაქტს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა. ქარდავა ბიძინა ივანიშვილის მმართველობას დიქტატორულს უწოდებს და არგუმენტად ამგვარი რეჟიმის მახასიათებლებს ასახელებს.

„ბიძინა ივანიშვილი მიადგა ყველას და ყველაფერს. რაც ყველაზე ცუდია და მთავარი, რაც მინდა აღვნიშნო, ის მიადგა ქართულ სახელმწიფოს და მახრჩობელა, რასაც მას ადარებენ ხოლმე, ეს მახრჩობელა ახლა ახრჩობს ყველაფერს. დიქტატურას რამე განსაკუთრებული ფერები კი არ აქვს, დიქტატურას ახასიათებს სისხლი  და გისოსები, სისხლი დაღვარა 20 ივნისს, ახლა აამოქმედა გისოსები.,“- განაცხადა ქარდავამ.

ნიკა გვარამია, პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. შეტყობინება "რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა დღეს მიიღო. ნიკა გვარამიამ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის თანხლებით, სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა.

 

დღის ამბები