18 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
ეროვნული ბანკის რეზერვი ბაზარმა სრულად ვერ აითვისა - იმპორტიორები ფასების ზრდას აანონსებენ  

ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია განახორციელა. მთავარმა საფინანსო ინსტიტუტმა აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გამოიტანა, თუმცა ეროვნული ბანკის რეზერვი ბაზარმა სრულად ვერ აითვისა. აუქციონზე მთავარმა საფინანსო უწყებამ მხოლოდ 32 მილიონი დოლარი გაყიდა. შედეგად ეროვნული ვალუტა 3 ლარს მხოლოდ ორი თეთრით ჩამოცდა და კურსი კომერციულ ბანკებში 2, 98 ლარია, ოფიციალური კურსი 2. 92 ლარია. 

იმპორტიორების აზრით, ლარის კურსის ვარდნა უახლოეს მომავალში პროდუქციაზე ფასების ზრდას გამოიწვევს. საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონია ეროვნული ბანკის დღევანდელ ინტერვენციას დაგვიანებულს უწოდებს და ამბობს, რომ ჩარევა უფრო ადრე რომ მომხდარიყო, გაცილებით უკეთეს შედეგს მოიტანდა. 

„აგვისტოს შუა რიცხვებიდან სექტემბრის დასაწყისში უნდა ველოდოთ პირველ ტალღას ფასების გაძვირების, მაგრამ თუ კიდევ გააგრძელა ლარმა აღმავალი ტრენდი, შემდეგი იქნება სადღაც ოქტომბრის დასაწყისში. სულ მცირე 3%-დან 10%-მდე ფარგლებში, იტრიალებს ფასების გაძვირება, როგორც იმპორტირებულ პროდუქციაზე, აგრეთვე, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში ველოდოთ ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაძვირება. ზედა ზღვარი რა აიღონ ახლა არ იციან,  იმიტომ რომ პირობითად, თუ ერთი კვირის წინ ზედა ზღვარი აღებული იყო 2.9, დღევანდელი მდგომარეობით  არის 3. არ იციან ხვალ რა იქნება. დაგვიანებულია ეს ინტერვენცია, რომელიც დღეს განხორციელდა და დაიწყო განხორციელება ეროვნულმა ბანკმა. უფრო ადრე რომ ყოფილიყო ჩარევა, გაცილებით დადებით შედეგს მივიღებდით,“ - განაცხადა  ივა ჭყონიამ.

კვების პროდუქტების და საყოფაცხოვრებო ქიმიის სადისტრიბუციო კომპანიებ უკვე უახლოეს დღეებში თავიანთ პროდუქციაზე ფასების საშუალოდ 10%-იან ზრდას აანონსებენ.

„ჩვენი კომპანია აწარმოებს იმპორტს და დისტრიბუციას კვების პროდუქტების და საყოფაცხოვრებო ქიმიის. უკვე 15 წელია, ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით საქართველოს ბაზარზე. კურსის ცვალებადობამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ და არა მარტო ჩვენ, უამრავ კომპანიას მოუწევს დღეიდან თუ არა, ორშაბათიდან, ალბათ, ფასების გაძვირება სულ ცოტა, ალბათ, 10%-ით, რადგანაც დევალვაციამ განიციდა 10%, მინიმუმ. ჩვენ ველოდებით, რომ იქნებ დასტაბილურებულიყო კურსი, მაგრამ რადგანაც ეს არ მოხერხდა, სხვა გზა აღარ გვაქვს იმიტომ, რომ ძალიან დიდ ზარალს ვნახულობთ,“ - ამბობს დიმიტრი შენგელია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები