18 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
"იმედი ვიქონიოთ, რომ დროული იყო ჩარევა" - რომან კაკულია ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებულ ინტერვენციაზე  

"იმედი ვიქონიოთ, რომ დროული იყო ეს ჩარევა," - ეს განცხადება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. რომან კაკულია ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებულ ინტერვენციასთან ეხმაურება.  უმრავლესობის წევრი იმედს გამოთქვამს, რომ ეროვნული ბანკის ჩარევა ლარის გაუფასურების პრევენციას მოახდენს და ფასები არ გაიზრდება.

რომან კაკულია-ის სურათის შედეგი

„ვფიქრობ, რა თქმა უნდა, შესაძლოა, უკეთესი იყო ადრეც, მაგრამ ისინი კომპეტენტური ადამიანები არიან, თუ დღეს ჩათვალეს საჭიროდ, იმედი ვიქონიოთ, რომ დროული იყო ეს ჩარევა... მიმდინარეობდა ამაზე მსჯელობა, იმედი მაქვს, იქ ისეთი კომპეტენტური ადამიანები არიან, რომლებმაც სწორი დრო ნიშნავს დროს, რომელიც აკეთებს ინფლაციის პრევენციას და არა მასზე დეფაქტო რეაგირებას. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ჩარევა ამ პრევენციას მოახდენს და ფასების ზრდა არ წავა. დაწყებულია ქმედებები და მე დარწმუნებული ვარ, მთავრობა უფრო მეტად ეფექტური იქნება, ჩვენ ერთობლივად მთელი ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი ამისათვის,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

 

დღის ამბები