18 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
განსხვავებულად მოაზროვნეთა დევნის ნიშნები - უჩა ნანუაშვილი ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება

უჩა ნანუაშვილი ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება. ყოფილი სახალხო დამცველი „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის გამოკითხვაზე დაბარებაში განსხვავებულად მოაზროვნეთა დევნის ნიშნებს ხედავს. ყოფილი ომბუდსმენი არ გამორიცხავს კრიტიკულად განწყობილი მედიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობას.

უჩა ნანუაშვილი შვეიცარიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფება, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

ნიკა გვარამიას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ხვალ გამოკითხავენ. "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს. ნიკა გვარამიამ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის თანხლებით, სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა. 

გვარამიას ინფორმაციით, ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე, საქმე სამი მუხლით არის აღძრული - დიდი თანხის მითვისების, დიდი ოდენობით ქონების გადამალვა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

 

დღის ამბები