18 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
შესაძლო კარტერულ ​გარიგებაზე კონკურენციის სააგენტოს ცალსახად შეუძლია ჰქონდეს კითხვები, თუმცა ამ სიტუაციაში არაადეკვატურია - ისაკაძე

კონკურენციის სააგენტოს ცალსახად აქვს იმის თქმის უფლება, რაც თქვა, თუმცა ამ სიტუაციაში არაადეკვატურია - ასე აფასებს ნოდარ ხადურის სააგენტოს განცხადებას”Forbes Georgia” მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძე.

ხადურის უწყებამ განმარტებები მოითხოვა ყველა სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელისგან, რომელმაც ლარის უპრეცედენტო გაუფასურების შედეგებზე და პროდუქტებზე ფასების მოსალოდნელ მატებაზე გაამახვილა ყურადღება. კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საჯარო განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტები, შესაძლოა, კომპანიებს შორის კოორდინაციისა და ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის რისკებს შეიცავდეს.

გიორგი ისაკაძე ბიზნესმენებზე ზეწოლის ფაქტს სააგენტოს განცხადებაში ვერ ხედავს, თუმცა ამბობს, რომ სააგენტოს ხელმძღვანელობა არაადეკვატურად მოქმედებს. მისი თქმით, მაშინ, როცა სააგენტო შესაძლო კარტერულ გარიგებებზე საუბრობს, ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ყოველდღიურად იზრდება.

„ვერ მივცემდი ზეწოლის თემას. უბრალოდ, იმდენად არაადეკვატურად გამოჩნდა იმ სიტუციაში,როცა რეალურად ბაზარმა ძალიან მძიმედ მიიღო ტურბულენტიკა. მე არ მესმის, რატომ გახდა ეს შეშფოთების ამგვარი საფუძველი მაშინ, როცა კონკურენციის სააგენტოს თავად აქვს ძალიან ბევრი რამ დასაბრუნებელი პასუხად. მათ შორის მათი უშუალო ხელმძღვანელის პრემიერ მინისტრის დავალებები პურის ფასებზე და სხვა დეტალებზე. კარტერულ შესაძლო გარიგებაზე კონკურენციის სააგენტოს ცალსახად შეუძლია ჰქონდეს კითხვები. მე უბრალოდ ვსაუბრობ დროში და სივრცეში ადეკვატურობაზე, მაგრამ იმასაც შევხედოთ,რომ ფასები არის თავიდან ბოლომდე გაზრდილი და თუ იმით ვიწყნარებთ თავს, რომ პური ინარჩუნებს ფასს, მაგრამ იკლებს წონაში და ეს შეიძლება მოედოს სხვა პროდუქტებსაც. მე მგონია, რომ აქ საუკეთესო გამოსავალი ეს არ იქნებოდა. ბიზნესის პოზიცია ლარის კურსის მერყეობასთან დაკავშირებით, იყო ხმამაღალი სწორი და ადეკვატური, შესაბამისად ჩვენ ვიღებთ გარკვეულ თემებზე პასუხს, მაგრამ ამის ამ ფორმით დაბრუნდება პასუხად მგონია, რომ ადეკვატურობასთან ახლოს არ არის,"-ამბობს გიორგი ისაკაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები