18 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ლარის გაუფასურება დესტრუქციული ოპოზიციური ძალების დამსახურებაა - პრემიერი 

პრემიერ-მინისტრი ლარის გაუფასურების შეუქცევად პროცესში დამნაშავეებს ოპოზიციის წარმომადგენლებში  ეძებს და მათ დესტრუქციულ ძალად მოიხსენიებს. მამუკა ბახტაძე ასევე აცხადებს, რომ მდგომარეობის გამოსაკეთებლად და ეროვნული ვალუტის გასამყარებლად ზომები ეროვნულმა ბანკმა თავად უნდა მიიღოს.

მამუკა ბახტაძე-ის სურათის შედეგი„ კურსის განსაზღვრაში ძირითადად მოქმედებს ორი ფაქტორი, პირველი არის ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტური ფაქტორები და მეორე - მოლოდინები. მოლოდინები შეიქმნა ძალიან ნეგატიური იმის ფონზე თუ რაც მოხდა, მათ შორის, ამ უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ, რომლებიც მსგავს ტყუილებს ამბობენ, მათ შორის. ამ ადამიანებში მე ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს და მათ მიერ კონტროლირებად მედიას. ასეთ პირობებში ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საშუალება და მექანიზმი იმისთვის, რომ გადადგას პრინციპული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ის არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და მან თვითონ უდნა მიიღოს გადაწყვეტილება,“- განაცხადა ბახტაძემ.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში ოპოზიციის ბრალეულობას ხედავს პარლამენტის თავმჯდომარეც. თალაკვაძე ოპოზიციურ ძალებს საქართველოს მტრებად აღიქვამს და ამბობს, რომ ეკონიმიკური კრიზისი სწორედ მათი ქმედებების შედეგია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ინფლაციის მართვა ეროვნული ბანკის პირდაპირი პასუხისმგებლობაა.

არჩილ თალაკვაძე-ის სურათის შედეგი„ოპოზიციასაც მართებს მეტი პასუხისმგებლობა, როდესაც საბოლოო ჯამში დავინახეთ, რომ არაერთი მოქმედება სამწუხაროდ, ისევ ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა, საქართველოსადმი მტრულად განწყობილმა ძალებმა გამოიყენეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ამანაც მიაყენა ზიანი ეკონომიკას, რაც აისახა ვალუტაზე, თუმცა ნახეთ, რომ ეროვნულმა ბანკმა განახორციელა ჩარევა, ვინაიდან მისი ვალდებულება არის, რომ ინფლაციის პროცესი მართოს. ჩვენი პასუხისმგებლობა გამოიხატება შემდეგში, ხელისუფლება აკეთებს ეკონომიკურ რეფორმებს, ახდენს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკონომიკის ინტეგრაციას აღმოსავლეთის და დასავლეთის ბაზრებში, ამის მაგალითი არის აზიაში, ჩინეთთან ხელშეკრულება ვაჭრობის შესახებ, ამის მაგალითი არის ხელშეკრულება ევროკავშირთან და მიმდინარე მოლაპარაკებებზე სავაჭრო ხელშეკრულებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან,“- განაცხადა თალაკვაძემ.

ეროვნული ვალუტა დილიდან საერთაშორისო სავაჭრო ქსელში უფასურდება. ბლუმბერგის ტერმინალის მონაცემებით ლარი თითქმის სამი თეთრით გაუფასურდა. 

ქართულ კომერციულ ბანკებში კი ერთი დოლარის ღირებულება კვლავ სამ ლარს აღწევს. 

დღის ამბები