18 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" შემდეგ ხელისუფლებას ახალი სამიზნე ჰყავს - "ტვ პირველის" მფლობელი გამოკითხვაზე დაიბარეს

"რუსთავი 2-ის" შემდეგ ხელისუფლების ახალი სამიზნე "ტვ პირველი" ხდება. მმართველი გუნდის გავლენებისგან თავისუფალი ტელევიზიის 100%-იანი წილის მფლობელი ვატო წერეთელი პროკურატურაში დღეს დაიბარეს. წერეთელს ჩვენების მიცემას მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე სთხოვენ.

ვატო წერეთელი იმ კომპანიის მფლობელიც არის, რომელიც TBC ბანკის ტრანზაქციების საქმეში ფიგურირებს. არხის დამფუძნებელს ეჭვი აქვს, რომ მიმდინარე გამოძიების მიზანი ტელევიზიის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა, თუმცა ის ივანიშვილის პარტიას წინასწარ აფრთხილებს, რომ არხის პოლიტიკა არ შეიცვლება.

ვატო წერეთელმა პროკურატურაში დაკითხვაზე უარი თქვა, ამიტომ ის ჩვენებას ხუთშაბათს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ "თიბისი ბანკის" საქმე ხელისუფლებამ ჯერ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენა, ახლა კი არხის გასაჩუმებლად გამოიყენებს,

ყველა დარწმუნებულია, რომ სპეცოპერაცია ტელევიზიების ხელში ჩასაგდებად 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება. ოპოზიციის აზრით, "ქართული ოცნება" დარწმუნებული არ არის გამარჯვებაში და ახლა ტერორის გზით ცდილობს, მესამე ვადით შეინარჩუნოს ძალაუფლება.

მმართველმა გუნდმა კი ოპონენტებს მოუწოდა, წინასწარი შეფასებებისგან თავი შეიკავონ და გამოძიების შედეგებს დაელოდონ. 

 

ავტორი: თამთა ჩიტიშვილი. 

დღის ამბები