18 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე "TBC ბანკის" შემდეგ "ანაკლიის კონსორციუმსაც" ტოვებენ

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს "ანაკლიის კონსორციუმში" საფრანგეთისა და ამერიკის მოქალაქეები ჩაანაცვლებენ. პირველი ქართული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროცესს კი ხაზარაძის ნაცვლად მაიკლ ქაუგილი უხელმძღვანელებს. ის კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს უახლოეს მომავალში დაიკავებს.

საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება მსხვილმა ქართველმა ბიზნესმენებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც საქართველოს პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს "TBC ბანკის" საქმეზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბრალი წაუყენა.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კონსორციუმში მარტო თანამდებობებს არ ტოვებენ. ისინი საკუთარ აქციებს სამართავად გადასცემენ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს, ვიდრე საკუთარ სიმართლეს არ დაამტკიცებენ. ფონდი ჯერ შერჩეული არ არის.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ "ანაკლიის კონსორციუმის" მმართველი რგოლი მას შემდეგ დატოვეს, რაც დარწმუნდნენ, რომ პროკურატურის იერიშის მიზანი ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა იყო და ხელისუფლების იერიში ხელს უშლიდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

ხელისუფლება, ტრადიციულად, უარყოფდა პროექტის ჩაშლის მცდელობას. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ სამეთვალყურეო საბჭოში განხორციელებული ეს საკადრო ცვლილება ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება, პირველ რიგში, კი ბიძინა ივანიშვილის გეგმებს, რომ ხაზარაზე-ჯაფარიძე პორტს ჩამოაშოროს.

ამავე თემაზე
დღის ამბები