18 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
11 წელი რუსეთის აგრესიიდან - ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში განცხადებას ავრცელებს

11 წელი რუსეთის აგრესიიდან - ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 11 წლის განმავლობაში რუსეთს არა თუ საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია, არამედ აფხაზეთსა  და სამხრეთ ოსეთში  სამხედრო ძალებს ყოველდღიურად ზრდის. ევროკავშირის მისია ამ ფაქტს 2008 წლის შეთანხმების უხეშ დარღვევად აფასებს.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია ბორდერიზაციის შედეგად თავისუფლად გადაადგილების პრობლემა. ასევე, საუბარია  ოკუპაციის ხაზზე მდებარე გამშვები პუნქტების დახურვასა და უკანონო დაკავებების პრობლემებზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში 1990 წლიდან არის ჩართული და ამ ძალისხმევას მომავალშიც გააგრძელებს. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

დღის ამბები