03 ოქტომბერი 2024,   19:31
ვრცლად
მოციგურავეები საციგურაო სასახლის დირექტორის წინააღმდეგ

მოციგურავეები თბილისის საციგურაო სასახლის დირექტორსა და ფედერაციის გამგეობის წევრს ირაკლი ჯაფარიძეს უპირისპირდებიან. ვეტერანი სპორტსმენები ირაკლი ჯაფარიძეს კლანურ მართველობაში ადანაშაულებენ. მათ ამ საკითხზე დღეს 19 სექტემბერს პრესკონფერენცია გამართეს. მოციგურავეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ყინულის სასახლის დირექტორი საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და ფიგურული სრიალის განვითარებას აფერხებს.

10 დღეში ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს. ვეტერანი სპორტსმენები ხმის უფლების მინიჭებას ითხოვენ, ისინი მხარს მოქმედ პრეზიდენტს მაკა გიორგობიანს უჭერენ.  

დღის ამბები