გიორგი ტყემალაძის თქმით, თბილისის საკრებულოში მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევის საკითხი განიხილება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
11 წელი აგვისტოს ომიდან - დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე პარტიის წევრებთან ერთად მივიდნენ. მათ პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.