11 წელი აგვისტოს ომიდან - საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, 30 ათასამდე ჩვენი მოქალაქე კი საკუთარ სამშობლოში დევნილი გახდა.
ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა 2008 წლის ივლისის ბოლოდან დაიწყო, აგვისტოს პირველივე დღეებიდან კი როკის გვირაბთან მობილიზებულები იყვნენ რუსეთის 58-ე არმიის ნაწილები.
8 აგვისტოდან დაიწყო ინტენსიური ბრძოლები საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და რუსული რეგულარული არმიის ქვედანაყოფებს შორის.