18 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
"ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღესაც თავის მართლების რეჟიმში არიან" - თალაკვაძე აგვისტოს ომზე საუბრობს

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღესაც თავის მართლების რეჟიმში არიან - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აგვისტოს ომზე საუბრისას.

მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას აუცილებელია, საზოგადოება და ხელისუფლება იყოს ერთიანი, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებში შედის.

„სამწუხაროა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღესაც თავის მართლების რეჟიმში არიან ომთან დაკავშირებით მოვლენებზე, თუმცა ეს არის საკითხი, სადაც ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, სადაც მთელი საზოგადოება და ხელისუფლება უნდა იყოს ერთიანი,  ვინაიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები არის უპირატესი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ. თუმცა ისინი არ აკეთებენ განმარტებას, რატომ აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლება ომის 11 წლისთავს 8 აგვისტოს, როცა რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს საზღვარი 7 აგვისტოს დაარღვიეს. 

დღის ამბები