18 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
„ჩემი ოჯახის წევრზე უნდათ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით შეეცდებიან ჩემზე მანიპულაციას" - "ტვ პირველის" მფლობელი

„ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე უნდათ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულაციას," - ამის შესახებ „ტვ პირველის“ მფლობელმა ჟურნალისტებთან განაცხადა. "ტვ პირველის" დამფუძნებელმა საქალაქო სასამართლო სულ ცოტა ხნის წინ დატოვა, სადაც ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა. 

„ერთი კითხვის დასმა ვცადე, მაინტერესებდა ვინ იყო დაზარალებული ან მომჩივანი მხარე, რაზეც ვერც პასუხი მივიღე და მოსამართლემაც გამაჩერა, რომ არ მქონდა უფლება კითხვების დასმის. ყოველ შემთხვევაში, ამ საქმეს არც დაზარალებული ჰყავს, არც მომჩივანი,“ – აცხადებს ვატო წერეთელი.

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ მიმდინარე მოვლენები უშუალოდ ტელეკომპანიას უკავშირდება. 

„იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი გამომძიებელი საქმეა, 11 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც არც დაზარალებული ჰყავთ, არც მომჩივანი მხარე ჰყავთ, ეს არის ძალიან დიდი ეჭვი, ჩემი აზრით. რაც შეეხება ტელევიზიას, ტელევიზიაზე იყო კონკრეტული შემოტევები, ამიტომაც, ყოველთვის ვფიქრობ, რომ უკავშირდება, სავარაუდოდ, ამ ტელევიზიას,“ - აცხადებს ვატო წერეთელი.

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ფიქრობს, რომ მისი ოჯახის წევრის, კერძოდ მამის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სურთ, რითაც, როგორც თავად ამბობს, პირადად მასზე მანიპულირებას შეეცდებიან. 

„მე ვფიქრობ, რომ ჩემი აზრით, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამითი, ჩემი აზრით, შეეცდებიან, ჩემზე პირადად მანიპულირებას... ტელევიზიასთან დაკავშირებით იყო ერთგვარი შემოტევები, ამიტომ ტელევიზია არის დამოუკიდებელი, ყოველთვის რჩება გავლენების მიღმა და მოვლენების შუა გულში, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ველოდებით, რომ იქნება შემოტევები,“ - განაცხადა ვატო წერეთელმა.

ვატო წერეთელმა სსქალაქო სასამართლო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ის ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები