TV პირველის დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის გამოკითხვა დასრულებულია. ის პროკურატურაში 11 წლის წინ გაკეთებული ტრანზაციის საქმეზე გამოიკითხა. საუბარია თანხის გადარიცხვაზე, რომელიც საფუძველზეც TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ უკვე დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. მათ ფულის გათეთრებას ედავებიან.
რაც შეეხება ვატო წერეთლის საქმეს, მისი ადვოკატი ამბობს, რომ გამორიცხულია მიმდინარე გამოძიებისა და საქმის ფარგლებში წერეთლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს.
„დეტალებზე საუბრისგან შეზღუდული ვართ, შეკითხვები ეხებოდა 10-11 წლის წინ განხორციელებული კონკრეტული ტრანზაქციის დეტალებს. ხელი გვაქვს მოწერილი,რომ დეტალების გახმაურების უფლება არ გვაქვს. წარმოუდგინეს დოკუმენტები, დოკუმენტებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ვახტანგ წერეთლის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი ამ საქმეში ვერ დადგება“-ამბობს კახა წერეთელი.