18 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
20 ივნისის სისხლიანი ღამე - აქციის დარბევის მთავარი ფიგურანტის, ანზორ ჩუბინიძის პირველი კომენტარი

20 ივნისის სისხლიანი დარბევის შემდეგ, ანზორ ჩუბინიძე კამერების წინ პირველად გამოჩნდა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეფი, "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქმის გამომძიებლებს ის ჯერ არ დაუკითხავთ.

რატომ არ დაკითხა პროკურატურამ ივანიშვილთან ყველაზე დაახლოებული ძალოვანი, მაშინ როდესაც არსებობს კადრები, სადაც ჩანს რომ ხალხის დარბევის ბრძანებას პირდაპირ ჩუბინიძე გასცემდა და სპეცრაზმელებთან ერთად აქციის მონაწილეების პირისპირ იდგა - ჩუბინიძის პასუხი; "არ დავუკითხივარ", ბევრ კითხვას აჩენს და ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ პროკურატურა არ იძიებს ბოლომდე სისხლიანი ღამის გარემოებებს. 

ანზორ ჩუბინიძე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს მხოლოდ მოკლე პასუხები გასცა. ჩუბინიძე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ აქციის მონაწილეების მისამართით დამიზნებით სროლასთან დაკავშირებით, მითითებებსა და ბრძანებებს გასცემდა. 

სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებ და დამანებეთ თავი“ - ამბობს ანზორ ჩუბინიძე. 

დღის ამბები