18 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
დამნაშავის ჩანაცვლების მცდელობა - "ოცნების" ხელისუფლება აგვისტოს ომთან მიმართებაში პუტინის ხსენებას ერიდება და ხელს სააკაშვილისკენ იშვერს

აგვისტოს ომის მე-11 წლის თავზე საქართველოს ხელისუფლება ვლადიმერ პუტინის ხსენებას ვერ ბედავს. ომზე საუბრისას ივანიშვილის პარტიის ლიდერების მთავარი სამიზნე ოპოზიცია და წინ ხელისუფლებაა და არა მთავარი ოკუპანტი ძალა.

"კურიერის" მიერ რამდენჯერმე დასმული კითხვის მიუხედავად, პუტინი გვარი პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს არ უხსენებიათ.

სალომე ზურაბიშვილი არ მორიდებია ეთქვა, რომ რჩება 2014 წლის განცხადების ერთგული, სადაც ომის დაწყებაში საკუთარი ქვეყნა დაადანაშაულა და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის განსასჯელის სკამზე ნახვა ისურვა. თუმცა ზურაბიშვილი დღეს ასეთი თამამი არ იყო ვლადიმერ პუტინის მისამართით. არ თქვა, რომ პუტინი მტერია, არც ის რომ რუსეთი ოკუპანტია.

პუტინის და რუსეთის ხსენებას პრეზიდენტი სავარაუდოდ მას შემდეგ ერიდება რაც, ევრონიუსის ეთერში ნათქვამი ფრაზა, რომ რუსეთი მეტრია, მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ამის გამო რუსულმა სამთავრობო მედიამ ზურაბიშვილი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

პოზიცია, რომელიც ახლა "ქართულ ოცნებას" აგვისტოს ომზე აქვს, ოპოზიციისთვის სრულ თანხვედრაშია კრემლის პროპაგანდისტულ ნარატივთან. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია ბინძური მეთოდებით დაიწყო და პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად არ ერიდება გახდეს ოკუპანტი რუსეთის ღია მოკავშირე.

რატომ ვერ ბედავს მმართველი პარტია ომიდან 11 წლის შემდეგაც კი ვლადიმერ პუტინის ხსენებას? - ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ ამ კითხვაზე პასუხი მარტივია." ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის არჩეულ საგარეო პოლიტიკურ გზას მიჰყვება, რაც რუსეთის არ გაღიაზიანების პოლიტიკას გულისხმობს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პუტინთან ასეთი დამოკიდებულება ქვეყნის სახელწიფო ინტერესებს აზიანებს და შედეგის მომტანი არ არის.

ხელისუფლებისგან განსხვავებით დღეს პირდაპირი იყო თავის განცხადებებში დიპლომატიური კორპუსი. ელჩებმა სრული შემადგენლობით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ეროვნული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. პირდაპირ თქვეს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაზე და ოკუპაციაზე პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციაა.

დღის ამბები