ვფიქრობ, მოვლენებმა, რომლებიც საქართველოში 11 წლის წინ მოხდა, ევროპაში და ევრაზიის კონტინენტზე გეოსტრატეგიული რეალობა შეცვალა - ეს განცხადება, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, ჯორჯ კენტიმ გააკეთა.
ჯორჯ კენტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხმაურება და ამბობს, რომ 11 წლის წინ, რუსეთი მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა.
„ვფიქრობ ის, რაც 11 წლის წინ მოხდა, როცა რუსეთი საქართველოში შეიჭრა... ეს ომი ევროპას ისეთი ფორმით დაუბრუნდა, რომელსაც არავინ ველოდით. რუსეთი, ქვეყანა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია, მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა. ასე მოიქცა 2008 წელს საქართველოში და როგორც ბევრი ქართველი ელოდა, 2014 წელს უკრაინაში. ვფიქრობ, მოვლენებმა, რომლებიც საქართველოში 11 წლის წინ მოხდა, ევროპაში და ევრაზიის კონტინენტზე გეოსტრატეგიული რეალობა შეცვალა“ - განაცხადა ჯორჯ კენტიმ.