18 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
დასაკითხ პირთა წრეს გამოძიება განსაზღვრავს - მათიკაშვილი ჩუბინიძის დაკითხვის მოთხოვნაზე

ოპოზიციის მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის დაკითხვის მოთხოვნას „ქართული ოცნების“ წევრები ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით დასაკითხ პირთა წრეს საგამოძიებო ორგანო განსაზღვრავს და ეს არ არის პოლიტიკოსთა პრეროგატივა.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, 20 ივნისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ, მმართველი გუნდის დეპუტატის განცხადებით, დამატებითი შესწავლა მოხდება მაშინ, თუ გამოძიების დასრულების შემდეგ, დარჩება კითხვის ნიშნები. 

„ვფიქრობ, რომ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი უნდა იყოს გაცემული, თუკი ასეთი კითხვები დაიბადა. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალოვანი ორგანოს, გამოძიების მწარმოებელი ორგანოს პრეროგატივა და მან უნდა განსაზღვროს იმ პირთა წრე, რომელსაც დაკითხავს ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქ მე სხვა კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. პარლამენტი თავის საზედამხედველო ფუნქციით აუცილებლად ისედაც ძალიან იქნება დაინტერესებული, თუკი ეს საკითხი გახდება აქტუალური, რა თქმა უნდა, ამ საკითხითაც მოხდება დაინტერესება, მაგრამ გამოძიება მიმდინარეობს და ის განსაზღვრავს იმ მტკიცებულებებს და პირთა წრეს, ვისთანაც უნდა მოახდინოს საპროცესო მოქმედებები,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები