"ქართული ოცნება" რაც უფრო მეტ მკვეთრ მოძრაობას გააკეთებს, უფრო სწრაფად ჩაიძირება ამ ჭაობში, რომელიც თავადვე შექმნა - ამ განცხადებით, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი, "რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება.
კანდელაკის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, "ქართული ოცნება" ხელისუფლების შენარჩუნებას რეპრესიებით ცდილობს.
„მოდის 2020 წლის არჩევნები. „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ვერ ხვდება რაოდენ შეცვლილი არის სურათი საქართველოში, რაოდენ შეცვლილი არის რადიკალურად საზოგადოებრივი აზრი ბოლო თვეების მოვლენების გამო, მათ შორის და რაც უფრო მეტ მკვეთრ მოძრაობას გააკეთებს, უფრო სწრაფად ჩაიძირება ამ ჭაობში, რომელიც თავადვე შექმნა „ქართულმა ოცნებამ“. ჭაობში ჩაძირვის პროცესში მყოფ ადამიანს ჰგავს ახლა „ქართული ოცნების“ მდგომარეობა. მათთვისვე უკეთესია, რომ ასეთი მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთონ,“- განაცხადა კანდელაკმა.
ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს. განცხადება პროკურატურაში გაკეთდა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.