სადამსჯელო ოპერაციების ახალი ტალღა - პროკურატურის მიერ "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორისთვის ბრალის წარდგენის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი გამოეხმაურა. ვოლსკი ოპონენტების მხრიდან „ქართული ოცნების“ და მისი თავმჯდომარის მიმართ გაჟღერებულ პოლიტიკურ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს გვარამიას მიმართ პირადი შურისძიება არ ამოძრავებს.
„განცხადებები, რომელსაც აკეთებენ ჩვენი ოპონენტები, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის, რასაკვირველია, შეიცავს პოლიტიკურ ბრალდებებს და უკვე წინასწარ ზუსტად ვიცით, რაზე იქნება ლაპარაკი, რომ აუცილებლად იქნება ნახსენები ბიძინა ივანიშვილი, მისი დაინტერესება, მაგრამ ძალიან იშვიათად და არა არგუმენტირებულად საუბრობენ ბრალის კონკრეტულ შემადგენლობაზე, რამდენად არის ეს ბრალი რეალური და რა გააჩნია ადვოკატის მხარეს ამ ბრალის გასაქარწყლებლად. ის, რომ პოლიტიკური ფიგურა აკეთებს ამ განცხადებას, როგორიც ვთქვათ, ნიკა გვარამიაა, ან სხვა ნებისმიერი ადამიანი, რასაკვირველია, საყურადღებოა, საყურადღებოა ისიც, რომ ისინი, გარკვეულწილად, წარმოადგენენ ვთქვათ, გვარამიაზეა ახლა ლაპარაკი, მედიასაშუალებას, თუმცა პარტიულს, რასაკვირველია, არ არის ინდულგენცია,“ - განაცხადა ვოლსკიმ.