18 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
ან პატიმრობა, ან თავისუფლება, სხვა არჩევანს არ გაძლევთ! - ნიკა გვარამია

ან პატიმრობა, ან თავისუფლება - ნიკა გვარამია ამბობს, რომ ის არ გადაიხდის არც გირაოს და დაარღვევს ყველა სხვა ალტერნატიულ აღკვეთის ღონისძიებას, ასეთის შეფარდების შემთხვევაში.

​მისი თქმით, კორუფცია არის ის წითელი ხაზი, რომლის დარღვევასაც ის არავის აპატიებს. გვარამია ამბობს, რომ ის გააკეთებს ყველაფერს, რათა უზურპატორი წავიდეს ქვეყნიდან. გვარამია აცხადებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის მთავარი მტერი იქნება და მის კაპიტულაციას თავად ჩაიბარებს. 

„ხვალ, როდესაც შეხვალთ სასამართლოში, გაქვთ ორი არჩევანი ან ჩემი თავისუფლება ან ჩემი პატიმრობა. არ მოგცემთ შესაძლებლობას, არავითარი კომპრომისი კორუფციის შემთხვევაში არ იქნება დაშვებული. არ გადავიხდი არანაირ გირაოს, მაღალს უბრალოდ - ვერ და დაბალს - არ! არანირი შინა პატიმრობა, პირდაპირ გიცხადებთ, ყველა თქვენს აღკვეთის ღონისძიებაზე გეუბნებით, არ დავემორჩილები, დავარღვევ ყველაფერს, ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, არც გირაოს გადავიხდი. ან პატიმრობა, ან თავისუფლება სხვა არჩევანს არ გაძლევთ!“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, არჩევნები რუსეთშიც ტარდება და საქართველოში სწორედ რუსული ტიპის დიქტატურა დამყარდა.

"ეს არ არის ჩემი არჩევანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის არჩევანი, დღევანდელი ბრიფინგით მან მე შემომითვალა, რომ მე ვარ მისი მთავარი მოწინააღმდეგე. ვიღებ ამ გამოწვევას, მე წავალ პოლიტიკაში. წავალ ყველა საზოგადოებრივ მოძრაობაშიც, ყველგან, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს," - ამბობს ნიკა გვარამია.

 

დღის ამბები