ნიკა გვარამიამ პროკურატურა დატოვა. მან ბრალის დადგენილება ჩაიბარა.
ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.