„ჩემი მეუღლე დღეს არის ერთადერთი მტერი ბიძინა ივანიშვილის,“ - ეს განცხადება ნიკა გვარამიას მეუღლემ, სოფია ლილუაშვილმა გააკეთა.
ლილუაშვილი პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნული საქმის წარმოება ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებაა.
„ნიკა გვარამია, ჩემი მეუღლე, დღეს არის ერთადერთი მტერი ბიძინა ივანიშვილის, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ვერ მოერია სიტყვით, რომელიც ვერ შეაშინა და ამიტომ, მგონია, რომ დღეს, რაც ხდება, ხდება მხოლოდ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოინელა ის, რომ დღეს ამდენი სირთულის შემდეგ ჩემი ქმარი ისევ დგას ფეხზე, ისევ აქვს ბრძოლის უნარი და ისევ არ ნებდება. ედავებიან მხოლოდ იმაში, რომ მან საკუთარი შვილების ბინა გაყიდა და ეს თანხები მოახმარა კომპანიას, რომლის არსებობაც იმ მომენტისთვის იყო აუცილებელი ქვეყნის გადასარჩენად,“ - ამბობს სოფია ლილუაშვილი.