„რუსთავი 2-ის“ ყოფილი მთავარი იურისტი, თამთა მურადაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი პოლიტიკური ნიშნით წაუყენა. მისი განცხადებით, სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა. თამთა მურადაშვილის თქმით, ახლა ვინაიდან ნიკა გვარამია ტელევიზიის დირექტორი აღარ არის, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მასზე შეტევა მიიტანოს.
„ბრალდება არის პოლიტიკურად მოტივირებული იმიტომ, რომ ხელისუფალს არ მოსწონს ნიკა გვარამია და ეს არის მის წინააღმდეგ მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება. თუკი რაიმე უკანონობა ხდებოდა „რუსთავი 2-ში“ შვიდი წელია, ბრძოლაში ვართ და აქამდე არ შეეცდებოდა, რომ გამოეკვეთათ რაიმე ბრალეულობა? მაგრამ ნიკა გვარამია აღარ არის „რუსთავი 2-ის“ დირექტორი და გადაწყვიტეს, საბოლოოდ შტურმი აიღონ მათზე,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.