"რუსი ოლიგარქი მოსამართლის სახელით ღებულობს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შესახებ“, - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საქალაქო სასამართლოში გააკეთა.
საქალაქო სასამართლო ამ წუთებში ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.
ხაბეიშვილის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებას ცდილობს.
„დღეს ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი მოსამართლის სახელით ღებულობს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შესახებ. ბიძინა ივანიშვილმა თავად მიიღო გადაწყვეტილება გვარამიას წინააღმდეგ, რომ დაეწყო პოლიტიკური დევნა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.