18 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
წარდგენილ ბრალდებას, რაც ითვალისწინებს ჯგუფურ ძალადობას, პარლამენტში შეჭრას და ა.შ. არ ვაღიარებ - ბეჟან ლორთქიფანიძე

„მე არ უარვყოფ, რომ მიტინგზე ვიყავი, თუმცა, წარდგენილ ბრალდებას, რაც ითვალისწინებს ჯგუფურ ძალადობას, პარლამენტში შეჭრას და ა.შ. არ ვაღიარებ“, - ეს განცხადება ზოოლოგმა, ბეჟან ლორთქიფანიძემ გააკეთა.

National Geographic-ის მკვლევარი დღეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა საქალაქო სასამართლოს შენობა რამდენიმე საათის წინ დატოვა. მას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

ბეჟან ლორთქიფანიძე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პროკურატურა ცდილობს, აქციაზე მყოფების დაპატიმრებას.

„მე არ უარვყოფ, რომ მიტინგზე ვიყავი, თუმცა, წარდგენილ ბრალდებას, რაც ითვალისწინებს ჯგუფურ ძალადობას, პარლამენტში შეჭრას და ა.შ. არ ვაღიარებ და არ იყო ჩემი მხრიდან ეს მცდელობები, რაზეც პროკურატურა ბრალს მდებს. მიზანი, ალბათ, არის, რომ ვთქვათ, იქ, ვინც იყო, ჩავჯდე ციხეში, მათი მიზანი, ალბათ, ეს არის“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, რომ კრიტიკული აზრის მქონე პირები გაანეიტრალოს.

ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლე, ეკა ჯაიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით კრიტიკულად აფასებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები