18 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე პროკურორების აცილება მოითხოვა

ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე პროკურორების აცილება მოითხოვა. "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორის განმარტებით, ბრალდების მხარის წარმომადგენლები აგრესიულები არიან. ნიკა გვარამიას თქმით, პროკურორებს არ სურთ სიმართლის დადგენა და მათ დავალების შესრულება უნდათ. 

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მოსამართლე ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ 80 000-ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს. გვარამიას თქმით, ის არ აპირებს გირაოს გადახდას.

 

დღის ამბები