18 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
რას ლაპარაკობთ, რას ბოდავთ, სად იმყოფებით - ნიკა გვარამია პროკურორებს მიმართავს

„პროკურორებმა იცოდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილება წინასწარ... რას ლაპარაკობთ, რას ბოდავთ, სად იმყოფებით,“ - ეს განცხადება ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოში გააკეთა. გვარამიასთვის ამ წუთებში მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ მსჯელობს.

"რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორისთვის მოსამართლეს მიმართა და აღნიშნა, რომ პროკურორების წაყენებული ბრალდება აბსურდია.

„ნინო ნიჟარაძე სულ არ ვიცი, ვინ არის, არ მინახავს არასდროს, საერთოდ. 2015 წელს სად იყო, ეს კონტრაქტი, რომ გავაფორმე, რატომ გამოჩნდა 2019 წელს სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე პროკურატურაში, რატომ, საიდან მოვიდა? იმიტომ, რომ ესენი ახლა აქ უნდა იჯდნენ და იმიტომ, რომ იცოდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილება წინასწარ ამათ“, - ამბობს ნიკა გვარამია.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ რუსთავი 2-მა ზარალი მიიღო. ბრალდების მხარე „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ 80 000-ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს. გვარამიას თქმით, ის არ აპირებს გირაოს გადახდას.

დღის ამბები