ნიკა გვარამიას საქმე - მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. მოსამართლის თქმით, სათათბირო ოთახის დატოვების შემდეგ გამოაცხადებს გადაწყვეტილებას.
საქალაქო სასამართლოში პროცესი, თითქმის, 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. სხდომაზე მხარეები სიტყვით გამოვიდნენ. ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ თუ მოსამართლე გირაოს შეფარდების გადაწყვეტილებას მიიღებს, ის გირაოს არ გადაიხდის.
როგორც ცნობილი გახდა, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 სექტემბერს გაიმართება.
ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.