18 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
5 ლარიც რომ ყოფილიყო გირაო, არ გადავიხდიდი, პრინციპის ამბავია - ნიკა გვარამია

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა გვარამია ეხმაურება. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა, ნაწილობრივ, დააკმაყოფილა და 40 ათას ლარიანი გირაო დააკისრა, ასევე, "რუსთავი 2-ის" ყოფილ გენერალურ დირექტოს აეკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის თანხმობის გარეშე.

„5 ლარიც რომ ყოფილიყო გირაო, არ გადავიხდიდი, პრინციპის ამბავია, მოსამართლეს ვუთხარი გირაოს არ გადავიხდი, არ გამომიტანო-თქო და ასეთი რამ არ გამიგია, რომ გეუბნება ბრალდებული არ გადავიხდი, მაინც გამოგაქვს... პროკურატურას ეგ დაემართა, რა სიმბოლური შარვალიც გუშინ ჩავიცვი, შეეშინდა რეალურად და გასაგები იყო, რომ უნდა ეთხოვათ პატიმრობა, ეს ვერ გააკეთეს, მაინც გირაო მოითხოვეს. არ გადავიხდი და ერთი თვის მერე ვნახოთ, შეეშინდებათ თუ არა ჩემი პატიმრობის“, - ამბობს გვარამია.

მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და გვარამიას ქვეყნის დატოვება პროკურატურის თანხმობის გარეშე აეკრძალა. მოსამართლის აზრით, არსებობს საფრთხე, რომ ნიკა გვარამიამ მოახდინოს მოწმეებზე ზეწოლა. მოსამართლისვე თქმით, ნიკა გვარამიას გადასაწყვეტია გადაიხდის თუ არა დაკისრებულ გირაოს.

დღის ამბები