18 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
შინდისის ტრაგედიიდან 11 წელი შესრულდა - გმირულად დაღუპულთა მოსახსენიებლად წირვა-ლოცვა აღავლინა 

შინდისის ტრაგედიიდან დღეს ზუსტად 11 წელი შესრულდა. 2008 წლის 11 აგვისტოს, მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. უთანასწორო ბრძოლას სულ 17 ქართველი გმირი შეეწირა. მათი სულების მოსახსენიებლად დილიდან გმირთა მემორიალთან, ახალაგებულ ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა მეუფე ანდრიამ.

საღმრთო მსახურებას თავდაცვის მინისტრი და დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრები, მათი თანამებრძოლები დაესწრნენ. ბრძოლა შინდისთან აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი იყო.

რუსეთის არმიის ასეულის წინაშე მარტო აღმოჩენილმა, დაჭრილმა ქართველმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს და ერთადერთი შემორჩენილი ყუმბარით თავი აიფეთქეს.

„სამშობლოს თავგანწირვის, თავდადების შთამბეჭდავი ეპიზოდი და ჩვენ არა მხოლოდ მათ მოგონებით წარსული უნდა უკვდავყოთ, არამედ, მომავალზე უნდა ავიღოთ ასევე პასუხისმგებლობა. მშვიდობიანი გზით გავაგრძელებთ დეოკუპაციის პოლიტიკას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე,“-განაცხადა ლევან იზორიამ.

დღის ამბები