ომის დაწყების თემის პოლიტიზირება საქართველოსთვის არაჯანსაღია - აგვისტოს ომის მოვლენებს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუს დროს მეთიუ ბრაიზა იხსენებს. ამერიკელი დიპლომატი, რომელიც 2008 წელს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე იყო ამბობს:
"კითხვები აღარ უნდა იყოს. ნათელია, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. რუსეთი ემზადებოდა ომისთვის. თუმცა ის წარმატებულად აკონტროლებდა ნარატივს. ასევე, საზიანო იყო ევროკავშირის ანგარიში, ომის შემდეგ, რომელიც მიუთითებდა, რომ საქართველომ გაისროლა პირველი. მე ვთვლი, აბსოლუტურად შეუძლებელი იყო იმის დადგენა თუ ვინ გაისროლა პირველი, რადგან დაბალი ინტენსივობით სამხედრო კონფლიქტი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ვფიქრობ, მოკლე პასუხი თუ რატომაა ეს ჯერ ისევ განხილვის საგანი ისაა, რომ რუსეთმა გაიმარჯვა ნარატივების ბრძოლაში. ამ საკითხის პოლიტიზირება, არაა სამართლიანი და ჯანსაღი საქართველოსთვის." - ამბობს ბრაიზა.