ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს, რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობის იგნორირებასა და მოღალატეობრივ ქმედებებში სდებენ ბრალს. საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკის კვალდაკვალ, სულ უფრო ნაკლებადაა დღის წესრიგში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაც, რომლის მთავარ პუნქტს, აღდგეს 7აგვისტოს სტატუსკვო და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, რუსეთი ამ დრომდე არ ასრულებს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პროექტი, საფრანგეთის მაშინდელმა ლიდერმა, ნიკოლა სარკოზიმ თბილისში 11 წლის წინ, 12 აგვისტოს, მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჩამოიტანა. საქართველოს ხელმძღვანელობასთან სარკოზის მოლაპარაკებების შემდეგ, შეთანხმების ტექსტში მოსკოვის თანხმობით, ცვლილებები შევიდა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეგნებულად არ გამოიყენა კონკრეტული შანსი, როცა გასულ წელს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, დოკუმენტის შეუსრულებლობა ევროკავშირის სანქციების თემა გამხდარიყო.
უთავმოყვარეო პოლიტიკა რუსეთთან, რომლიც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს - ასე აფასებენ ანალიტიკოსები ომიდან 11 წლისთავზე, საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს.
მმართველი გუნდი ოპონენტების კრიტიკას არ იღებს და ყოფილ ხელისუფლებას საპასუხო ბრალდებებს უყენებს.
11 წლის წინ, 12 აგვიტოს სარკოზის ჩამოსვლამდე თბილისში, რუსული ავიაცია გორს დილიდან ისკანდერის ტიპის რაკეტებით ბომბავდა, სამხედრო კატარღებს ანადგურებდა ფოთში და კოდორს იკავებდა, თბილისში კი საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, სადაცა მათ საქართველოს დედაქალაქში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოფრენილი აღმოსავლეთ ევროპის 5 მეგობარი ქვეყნის პირველმა პირებმა მიმართეს.
პარალელურად, ჯორჯ ბუშმა საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაწყვეტილება მიიღო. სარკოზის მიერ შეთანხმებულ 6-პუნქტიან დოკუმენტს ხელი ქართულმა მხარე 15-ტ, რუსულმა კი 16 აგვისტოს მოეწერა. იგი სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი მიწოდების უზრუნველყოფას და 7 აგვისტოს სტატუს-კვოს აღდგენას ითვალისწინებდა, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არ ასრულებს.