18 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
თუ ეს პიროვნება წარდგა მევალესთან, როგორც კანონიერი ქურდი და უთხრა, რომ ვარ კანონიერი ქურდი ბახა-ბახა, მაშინ დამნაშავეა - პაატა შავაძე

„თუ ეს პიროვნება წარდგა მევალესთან, როგორც კანონიერი ქურდი და უთხრა, რომ მე ვარ კანონიერი ქურდი ბახა-ბახა, მაშინ ცალსახად გეუბნებით, რომ დამნაშავეა“, - ეს განცხადება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, პაატა შავაძემ გასაუბრების დროს გააკეთა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ირმა გელაშვილის კითხვა შეეხო ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვას.

შავაძე თვლის, რომ თუ კანონიერი ქურდი იშუამდგომლებს სხვასთან თანხის დასაბრუნებლად, მევალესთან მივა და ეტყვის, რომ დაუბრუნოს მის ახლობელს თანხა, ეს დანაშაული არ არის და შესაბამისად, ამისთვის ადამიანი არ უნდა დაისაჯოს.

„თუკი პიროვნებამ მიმართა კანონიერ ქურდს, ეს თავის მხრივ დანაშაულია, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ კოდექსში არის ნორმა ასეთი, რომ კანონიერი ქურდისადმი მიმართვა დანაშაულია... მაგრამ თვითონ იმ კანონიერ ქურდს, არანაირი სარგებელი არ ჰქონია, კრედიტორმა დაიბრუნა ვალი, კი ბატონო, მაგრამ ამას თვითონ არ დამუქრებია და არ წარმდგარა როგორც კანონიერი ქურდი, მაგრამ თუ წარდგა, კი ბატონო. თქვენ უნდა მითხრათ, თუ ეს პიროვნება წარდგა მევალესთან, როგორც კანონიერი ქურდი და უთხრა, რომ მე ვარ კანონიერი ქურდი ბახა-ბახა და გეუბნები, რომ 3 დღეში ეს თანხა უნდა დაფარო, მაშინ ცალსახად გეუბნებით, რომ დამნაშავეა“, - განაცხადა შავაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები