„ქიბარ ხალვაში უკვე მეორე ხელისუფლების პერიოდში უკვე მეორეჯერ აღმოჩნდა იარაღი ხელისუფლების ხელში „რუსთავი 2-ის“ წასართმევად“ - ეს განცხადება, „თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ გააკეთა.
ნინო გოგუაძე ქიბარ ხალვაშის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც "რუსთავი 2"-ის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო და სურს, რომ პროცესი ერთ კვირაში დასრულდეს.
გოგუაძე ამბობს, რომ ქიბარ ხალვაშს რეალურად არავინ ეკითხება და რეალურად, პროცესებს ბიძინა ივანიშვილი მართავს.
„ბიძინა ივანიშვილი სულ უფრო და უფრო ცინიკურად, დაუფარავად და ნიშნის მოგებით მოქმედებს. ქიბარ ხალვაში უკვე მეორე ხელისუფლების პერიოდში უკვე მეორეჯერ აღმოჩნდა იარაღი ხელისუფლების ხელში „რუსთავი 2-ის“ წასართმევად. რაც შეეხება მის განცხადებას, რომ გაყიდის „რუსთავი 2-ს“, რასაკვირველია, მას არც სარჩელის შეტანას ეკითხებოდნენ ვინემ და არც გაყიდვას ეკითხება. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში, „რუსთავი 2“ ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თუ რა ფორმით და რა ფსევდონიმით გაიფორმებს ახლა „რუსთავი 2-ის“ მფლობელობას“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.