18 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
თავზე გადაიხიოს ეგ სარჩელი - გვარამია სალიას პასუხობს

პაატა სალიას მიერ ახალი სამართლებრივი დავის დაანონსებას ნიკა გვარამია ეხმაურება. საქმე ეხება სალიას დღევანდელ განცხადებას, როდესაც აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყება. 

სალიამ გვარამია, სამაუწყებლო კომპანიის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. პაატა სალიას თქმით, ნიკა გვარამიამ ზიანი უნდა აუნაზღაუროს.

ნიკა გვარამიამ სალიას განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ თავად სალია მოუწევს ციხეში ჩაჯდომა.

„თავზე გადაიხიოს ეგ სარჩელი ჩემგან გადაეცით, იმ სასამართლოსთან ერთად და არავის მოჭამოს, ეს გადაეცით პაატა სალიას, რომელსაც ყველა კბილს დავაყრევინებ, ვიდრე ციხეში მოხვდება ისტორიული ღალატისთვის,"-განაცხადა გვარამიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები