18 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
ხალვაშს არ აქვს უფლება, რომ გაასხვისოს ტელეკომპანია - ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი

„ხალვაშს არ აქვს უფლება, რომ გაასხვისოს ტელეკომპანია, ვინაიდან არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაობენ ამ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით,“ - ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელმა, გურამ ჩალაგაშვილმა გააკეთა.

ჩალაგაშვილი ქიბარ ხალვაშის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რადგან ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2-ის“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელი სამაუწყებლო კომპანიას ყიდის.

გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ როდესაც არსებობენ ადამიანები, ვინც „რუსთავი 2-ის“ წილებზე პრეტენზიას გამოთქვამს, სასამართლო დავის დასრულებამდე, სამაუწყებლო კომპანია არ უნდა გაიყიდოს. 

„ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ საქართველოში საღი აზრი აღარ არსებობდეს და მხოლოდ და მხოლოდ გვესმოდეს ის, თუ რა მაგრად ვცხოვრობთ, რა კარგია საქართველოში ცხოვრება, რომ მაცივრები გვაქვს სავსე და ყველანი არიან ბედნიერი. ხალვაშს არ აქვს უფლება, რომ გაასხვისოს ტელეკომპანია, ვინაიდან არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაობენ ამ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, წესით, ევროპულ ქვეყანაში უნდა დაელოდონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას და ამის მერე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენთან სასამართლო არ არსებობს, სასამართლოში არიან მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის მონები, უვადოდ, დანიშნულები, რომლებიც აწერენ ყველაფერს ხელს, რა დავალებასაც მიიღებენ. სასამართლოს იმედი არ გვაქვს, ჩვენ ბრძოლას მაინც ვაგრძელებთ,“ - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

დღის ამბები