18 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ოპონენტებს ექნებათ გარკვეული პოზიცია, რომ დაასახელონ ბიძინა ივანიშვილი ამასთან დაკავშირებით - ვოლსკი "რუსთავი 2-ის" შესაძლო გაყიდვაზე საუბრობს

„მთავარი თემა არის ის, რომ ეს ტელეკომპანია სერიოზულად არის ფინანსურად დაზიანებული. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ, "რუსთავი 2-ის" გაყიდვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა.

გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამას ხელისუფლებას დაუკავშირებენ.

„მთავარი თემა არის ის, რომ ეს ტელეკომპანია სერიოზულად არის ფინანსურად დაზიანებული. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ეს არამარტო ქართულმა სასმართლომ, არამედ სტრასბურგმაც დაადასტურა, რომ მას ჰყავს ახალი მფლობელი. ამ საკითხებთან დაკავშირებით, ის მიიჩნევს, რომ კრედიტორებთან ურთიერთობის ეს ფორმა, როდესაც 70 მილიონი გაქვს დავალიანება, არ იძლევა საშუალებას, რომ გააგრძელოს მუშაობა. რასაკვირველია, ოპონენტებს, "ნაციონალურ მოძრაობას," ექნებათ გარკვეული პოზიცია, რომელიც უკავშირდება მათ ცნობილ სტრატეგიას, რომ დაასახელონ ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება" და სხვა გვარები ამასთან დაკავშირებით. არც სარედაქციო პოლიტიკას და არც სხვა თემას, ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 



 

დღის ამბები