18 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
თუ უმრავლესობა პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ ვერ შეაგროვა პარლამენტში, მაშინ კოალიცია იქნება საჭირო - თალაკვაძე  

ემზადება თუ არა 2020 წლისთვის "ქართული ოცნება" კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის სატელიტ პარტიებთან ერთად - ამგვარი შესაძლებლობა ცოტა ხნის წინ არ გამორიცხა ბიძინა ივანიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, კი ეს სრულიად შესაძლებელია, თუმცა ამაზე საუბარი მხოლოდ მომავალი არჩევნების შედეგების მიხედვით უნდა წარიმართოს. 

„პროპორციული საარჩევნო სისტემა, თავისთავად გულისხმობს იმის ალბათობას, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც გავა პირველ ადგილზე, თუ შეაგროვებს საკმარის მხარდაჭერას, იმისათვის რომ უმრავლესობა მიიღოს პარლამენტში, მას ექნება უმრავლესობა და დააკომპლექტებს მთავრობას, ასევე გულისხმობს იმის ალბათობას, რომ თუ უმრავლესობა პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ ვერ შეაგროვა პარლამენტში, მაშინ კოალიცია იქნება საჭირო. ანუ, ეს პროპორციული არჩევნების მოდელი, თავისთავად, გულისხმობს ამის ალბათობას. კოალიცია როგორ ჩამოყალიბდება, ჩამოყალიბდება თუ არა, რომელი პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ, ეს არის დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები