18 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
პარტიის შექმნა, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია - გია ვოლსკი სექტემბრიდან ხაზარაძის გააქტიურებას ეხმაურება

რა შანსები აქვს მამუკა ხაზარაძეს 2020 წლის არჩევნებზე - მმართველი გუნდის წევრი გია ვოლსკი პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს პარტია, თუმცა პოლიტიკოსების მხრიდან წინასწარ რაიმე პროგნოზების გაკეთება არასწორია.

„2020 წელს რომელი პარტია იქნება წინა პლანზე, ეს ჯერ არავინ არ იცის. მე არ მგონია რომ ამასთან დაკავშირებით თუ არა რაღაც პოლიტიკური სპეკულაციები, სხვა პოლიტიკური ექსპულატაცია, ამ თემის სხვა რაიმე სერიოზული მოსაზრება ჰქონდეთ. პოლიტიკოსებისთვის მითუმეტეს ამ თემაში შესვლა არამგონია სწორი იყოს. ექსპერტებმა რამდენიც უნდათ ისაუბრონ ამასთან დაკავშირებით. პარტიის შექმნა, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ეს ალბათ ჩვეულებრივი ამბავია დემოკრატიული ქვეყნისთვის,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

მამუკა ხაზარაძემ დღეს დააანონსა, რომ სექტემბრიდან ახალი მოძრაობის შექმნას გეგმავს. მის ამ განცხადებას როგორც ოპოზიციის, ასევე ანალიტიკოსების მხრიდან მოჰყავ შეფასებები, რომ  მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მოსავლისთვის ემზადება.   

ამავე თემაზე
დღის ამბები