საქართველოს ჯარი არ დგას რუსეთში, რუსული ჯარი დგას საქართველოში - ამის შესახებ შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ნატოში ,,ამერიკის ხმასთან"" ინტერვიუში განაცხადა.
კურტ ვოლკერმა დეტალურად ისაუბრა თუ როგორ ემზადებოდა მოსკოვი 2008 წლის ომისთვის და როგორ მოახდინა საქართველომ რეაგირება ამ აგრესიის შესაჩერებლად.
მისი თქმით, რუსეთს სურს განხილვებში უწყვეტად შეინარჩუნოს ნარატივი, თითქოს ომი საქართველომ დაიწყო. ამის მიზანი კი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციის გამართლებაა.
"საქართველო პირველი ნაბიჯი იყო, უკრაინა კი მეორე, რომლებმაც ფუნდამენტურად შეცვალა დასავლეთის შეხედულება იმაზე, თუ როგორ იქცევა პუტინი მსოფლიოში და რა უნდა გააკეთოს ამერიკამ საპასუხოდ."" -განაცხადა კურტ ვოლკერმა.