18 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
ახალი სახეები ქართულ პოლიტიკაში - მამუკა ხაზარაძის მომავალი თანაგუნდელები ამბობენ, რომ ქვეყნის დემოკრატიისთვის იბრძოლებენ 

მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებული პოლიტიკური მოძრაობა შესაძლოა საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“  მთავარი  კონკურენტი გახდეს. უკვე ცნობილია პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის ვინაობა.

უკვე ცნობილია, რომ ახალი პარტიის, რომელიც ოფიციალურად სექტემბერში აიღებს სტარტს, ერთ-ერთი წევრი ცნობილი იურისტი და კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილია.

ამ ინფორმაციას ალაფიშვილი "კურიერთანაც" ადასტურებს და ამბობს რომ მზად არის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.

„არ მოგვისმენია განცხადება, რომ ხაზარაძე და მისი თანამოაზრეები ქმნიან პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ შეეცდებიან საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნით, საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნით საჯარო ასპარეზზე გამოსვლას, საკუთარ საქმიანობას არ ვუკავშირებ პოლიტიკურ საქმიანობას, აქტიურ პოლიტიკაში მოსვლას, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ არის სხვა საშუალებები და მე არ გამოვიყენებ ამ საშუალებებს იმისთვის, რომ შეიცვალოს პოლიტიკა, შეიცვალოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ჩვენი დემოკრატია უფრო განვითარდეს,“- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები