18 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა სავარაუდოდ, საქართველოში საპარლამენტო არჩვენების შემდეგ მოხდება - გაზეთი "იზვესტია"

რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა სავარაუდოდ, საქართველოში საპარლამენტო არჩვენების შემდეგ მოხდება - ამის შესახებ რუსული გამოცემა ,,იზვესტია"" ერთ-ერთ რუს დიპლომატზე დაყრდობით წერს, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებს. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ კრემლი საქართველო ხელისუფლებისგან ანტირუსული განწყობის ტალღის შეჩერებას ელოდება.

"საზოგადოება გახურებულია და მხოლოდ დანაკარგის გრძნობამ შეიძლება ის დაამშვიდოს. მხოლოდ მაშინ, როდესაც იგრძნობენ, რომ რაც მოხდა, მათ ჯიბეზე აისახა, ისინი იმედია აიძულებენ ქვეყნის ხელმძღვანელობას მიიღონ კონკრეტული ზომები, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს გამოიტანოს დასკვნები და გააუქმოს მორატორიუმი საჰაერო მიმოსვლის შესახებ. მათ ამის გაკეთება ჯერ არ სურთ. როგორც ჩანს, დარტყმა არ იყო შესაბამისად ძლიერი. - განუცხადა "იზვესტიას" დუმის დსთ–ს საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა საქართველოზე საუბრისას.


დღის ამბები