18 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
2020 წლის არჩევნები და "ოცნების" კოალიცია - პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს 

შექმნის თუ არა „ქართული ოცნების“ რომელიმე პარტიასთან კოალიციას, ეს არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული - ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. არჩილ თალაკვაძის თქმით,  პარტიაში მიმდინარეობს კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტება 2020 წლის არჩევნებისთვის.

რაც შეეხება თანამშრომლობას პოლიტიკურ პარტიასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ისინი არ განიხილავენ პარტნიორებად ენმ-ს და „ევროპულ საქართველოს“.

„პროპორციული მოდელი ნულოვანი ბარიერით გულისხმობს თავის  თავად იმის ალბათობას, რომ რომელიმე პარტია მიიღებს საკმარის უმრავლესობას მთავრობის დასაკომპლექტებლად ან შესაძლოა საჭირო გახდეს პარტიებს შორის კოალიციური შეთანხმება. თუ რომელიმე პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ კოალიციურ გაერთიანებაზე, ეს არის დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე. ყველა ჩვენი თანაგუნდელი, პოლიტიკოსი, რომელმაც წარმატებით იმუშავა ამ პარლამენტში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რა თქმა უნდა მომავალშიც ჩვენს გუნდში და პოლიტიკურ სისტემაში თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს. ბუნებრივია, კონსულტაციები მიმდინარეობს. ეს გახდება კიდევ უფრო ინტენსიური შემოდგომაზე თუ როგორ მოხდება ჩვენი მომავალი საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტება,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები