„მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული დაკავებები“, - ეს განცხადება 20 ივნისის მოვლენებზე ბრალდებულმა, ბეჟან ლორთქიფანიძემ გააკეთა.
ლორთქიფანიძე რამდენიმე დღის წინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბიოლოგი ამბობს, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ მოქალაქეების დაკავება პოლიტიკურად ანგაჟირებულია.
ლორთქიფანიძე განმარტავს, თუ რატომ დარჩა არეულობის დროს ისევ პარლამენტის წინ. მისი თქმით, ის მოქალაქეების დახმარებას ცდილობდა.
„ჩვენ ჩვეულებრივი ხალხი ვართ, რომლებიც ვაპროტესტებდით გავრილოვის ჩამოსვლას და შემდეგ ამ არეულობის დროსაც დავრჩით იმიტომ, რომ მე პირადად, დავხმარებოდი ხალხს. ჩემ საქმე ძიებაშია, ბრძოლა კიდევ მიწევს“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ლორთქიფანიძის სასამართლო სხდომა 17 სექტემბერს გაიმართება. ლორთქიფანიძის თქმით, საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბრძოლას აგრძელებს.