03 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლება ასურელი ქრისტიანების დასახმარებლად ემზადება

ასურელი ქრისტიანების დასახმარებლად საქართველოს მთავრობა კონკრეტული გეგმის მომზადებას იწყებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა დაანონსა, რომ კონკრეტული ინიციატივის შესახებ ინფორმაცია უახლოეს მთავრობის სხდომაზე გახდება ცნობილი.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებამდე კი ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა, საქართველოში ასურელი ბავშვები ჩამოიყვანონ. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში გამართული შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ 500 ქართული ოჯახი მათ მისაღებად მზად არის.

რამდენი ასურელის ჩამოყვანა იგეგმება საქართველოში ჯერჯერობით უცნობია. ქანდაში მოღვაწე მამა სერაფიმეს განცხადებით, არ არის გამორიცხული ბევრმა თავი სხვა ქვეყანას შეაფაროს.

”საქართველომ შეიფაროს ასურელი ოჯახები”-ასეთი სახელწოდებით პეტიცია დღეს სოციალურ ქსელში გამოჩნდა. დოკუმენტის ავტორები მსურველებს მისი ხელმოწერისკენ მოუწოდებენ. სოციალური ქსელის საშუალებით საქართველოში სხვადასხვა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სირიაში აი სი სი-ს ტერორისტების ქმედებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ასურელი ქრისტიანებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება ახალგზარდა უფლებადამცველებმაც მოითხოვეს. ორგანიზაციის წევრებმა სპეციალური განცხადებით მთავრობას მიმართეს.

ავტორი:ეკო მაღრაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები