18 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
მიდის შეტევა, რომ ამოიშანთოს ნებისმიერი პლატფორმა, რომელიც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს 2020-ისთვის - უგულავა

„ყველა მიმართულებით, სადაც ივანიშვილი ვერ, ან ნაკლებად აკონტროლებს სიტუაციას, ყველგან მიდის შეტევა,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ "ტვ პირველზე" განხორციელებული თავდასხმის შეფასებისას გააკეთა.

საქმე ეხება, ტელეკომპანიაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას, რის გამოც, არხი სრულფასოვნად ვერ ფუნქციონირებს.

გიგი უგულავას თქმით, ბოლო პერიოდში, ივანიშვილი ცდილობს, ყველა ის მედია პლატფორმა დაიმორჩილოს, რომლის კონტროლსაც ამ დრომდე ვერ ახერხებდა.

„რუსთავი 2-ის" წაღების შემდეგ, ჩვენ ვხედავთ იქ წვალების პროცესს, თქვენ იმყოფებით როგორც მტრის ზურგში ისე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს რეჟიმი, არავინ არ იცის, დაანონსდა გაყიდვის თემა. ამავე დროს "ტვ პირველზე" მიდის უკვე ღია მასირებული შეტევა, 11 წლის წინანდელ საქმეზე დაბარება. ამიტომ, ისინი უნდა იყვნენ თავის პრობლემებით მოსული, რომ მეტი ვერაფერზე ფიქრობდნენ, ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ შეტევას გვარამიაზე, რომელმაც ასევე დააანონსა ახალი ტელევიზიის შექმნა, ჩვენ ვხედავთ შეტევას კეზერაშვილზე, რომელმაც ასევე განაცხადა ახალი სატელევიზიო თავისუფალი პლატფორმის შექმნის შესახებ, ანუ ყველა მიმართულებით, სადაც ივანიშვილი ვერ ან ნაკლებად აკონტროლებს სიტუაციას, ყველგან მიდის შეტევა იმისთვის, რომ ამ სიცხეში ამოიშანთოს ნებისმიერი პლატფორმა, რომელიც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს 2020-სთვის,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები