18 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
"კაცი, რომელიც თავად არის ეჭვმიტანილი ყაჩაღობაში" - ხაბეიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

ლევან ხაბეიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თქმით, სოსო რამიშვილი მთავარი ფიგურაა გამდიდრების იმ სქემაში, რომელითაც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრები, დღგ გადასახადით ბიუჯედიტან დიდი ოდენობით თანხებს იპარავენ. ხაბეიშვილის თქმით, სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობის პირობებში ამ საქმის გამოძიება მიუკერძოებლად ვერ წარიმართება და რეალურ დამნაშავეებსაც არავინ დასჯის.

"კაცი, რომელიც თავად არის ეჭვმიტანილი ყაჩაღობაში და რამდენიმე კვირით ადრე, კონკრეტული სქემა რომელზეც გუშინ ისაუბრეს, გავასაჯაროვეთ, ახლა თავად აპირებს ეს ყაჩაღი და ქურდი და მძარცველი ამ საქმის გამოძიებას. ასევე საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს კაცი არის უჩა მამაცაშვილის პირადი კადრი იმიტომ რომ მუშაობდა "RMG გოლდში" ფინანსურ თანამდებობაზე და ასევე მუშაობდა რკინიგზაში, რომცა ბახტაძე იყო რკინიგზის ხელმძღვანელი,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები