18 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
ეს გორგალი, შიდა თუ გარე პოლიტიკური დაპირისპირების, უნდა გადაიჭრას - ზოიძე მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს

„ამ ქვეყანაში არაორდინალური სიტუაციაა შექმნილი და ეს საჭიროებს არაორდინალურ გადაწყვეტილებებს" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, აკაკი ზოიძე ქვეყანაში მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს.  

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი პრობლემების გადაჭრას კონკრეტულ სამოქმედო გეგმა სჭირდება. 

აკაკი ზოიძე-ის სურათის შედეგი

„ამ ქვეყანაში არაორდინალური სიტუაციაა შექმნილი და ეს საჭიროებს არაორდინალურ გადაწყვეტილებებს, ქმედით ღონისძიებებს, იმისათვის, რომ ეს გორგალი, შიდა თუ გარე პოლიტიკური დაპირისპირების, რომელიც აუცილებლად ახდენს ზეგავლენას ეკონომიკურ განვითარებაზე, უნდა გადაიჭრას და ეს ვერ მოხდება ჩვეულებრივი საქმიანობით, არამედ არაორდინალური გადაწყვეტილებებით იქნება მხოლოდ შესაძლებელი. შესაბამისად, ველოდებით და მოლოდინი არის სამოქმედო გეგმის, რომელიც იქნება დეტალური, დროში გაწერილი,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძე ამბობს, რომ თუკი მთავრობა კონკრეტულ დამაჯერებელ გეგმას წარადგენს, მინისტრების შეცვლის აუცილებლობა არ დადგება, მაგრამ თუ ვერ წარმოადგენენ მისი თქმით, საჭირო გახდება სხვა ალტერნატივებზე მსჯელობა.

მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ. „ქართული ოცნების“ დეპუტატი აცხადებს, რომ ყველა საქმიანობაში სიახლეებია საჭირო, რაზეც თავად პრემიერ-მინისტრიც საუბრობს. 

მისი თქმით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსულტაციები მმართველ გუნდში არ მიმდინარეობს.

გია ვოლსკი-ის სურათის შედეგი

“სიახლეები საჭიროა საქმიანობაში, ამასთან დაკავშირებით ლაპარაკობს პრემიერს-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და საერთოდ, ადამიანი არ არის დარჩენილი, ჩვენ გუნდში, თუ სხვა გუნდში, რომ ამ სიახლეების თაობაზე არ ლაპარაკობდეს და კონკრეტულ  მიმართულებების არ ასახელებს, განათლების სფერო იქნება თუ ეკონომიკის სფერო. ეს სიახლეებია საჭირო. მამუკამაც არაერთხელ თქვა, რომ თუ ამ სიახლეებს და ამ ტემპს ვერ მოერგება კონკრეტული ადამიანი, რასაკვირველია, ის ადამიანი შეიცვლება. ჯერჯერობით, ამ საკითხზე, ცვლილებებზე კონკრეტული საუბარი არ ყოფილა  და ამის წინაპირობა და საფუძველი ჯერჯერობით, არ არსებობს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, ქვეყანაში არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არ წყდება ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის გარეშე.

„მე ვფიქრობ, რომ საკითხი, რომელიც სერიოზულ,  მნიშვნელოვან პროცესებს ეხება, სტრატეგიულ მიმართულებებს ეხება, არ წყდება და არ განიხილება ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის გარეშე. ეს არის ზომიერი, ეს არის საფუძვლიანი განხილვები, მათ შორის, თემატურ ჯგუფებში, რომელიც არსებობს პოლიტიკური ლიდერთან სივრცეში და ფორმატში,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები